GAZPROM საქართველოს აზერბაიჯანულზე იაფ გაზს სთავაზობს

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ Gazprom საქართველოს აზერბაიჯანულთან შედარებით იაფ გაზს სთავაზობს. კალაძის თქმით, ამ ბუნებრივი აირის შესყიდვის შემთხვევაში საქართველო დააბალანსებს იმ დეფიციტს, რომელსაც ის სოკარისგან ვერ ავსებს.  "მე ციფრებისგან თავს შევიკავებ და მათ არ გავაჟღერებ, თუმცა შემიძლია გითრხათ, რომ დღევანდელ არსებულ ფასებზე ნაკლებია, რომელიც გვაქვს აზერბაიჯანთან. ეს ფასები საკმაოდ კონკურენტუნარიანია და ჩვენ ეს ფასები წარვადგინეთ სოკართან, ვუთხარით აბსოლუტურად გახსნილად რა შემოთავაზებები გვქონდა. ხვალ გვექნება შეხვედრა სოკართან და მას შემდეგ გავაკეთებთ განცხადებებს." - ამბობს კალაძე.  კახა კალაძე ამბობს, რომ სოკარს არ შეუძლია საქართველოს ბუნებრივი აირის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, რისი მიზეზიც მილების გამტარუნარიანობა და ბუნებრივი აირის მოხმარების სეზონურობაა.  "დღეს საქართველოს მოხმარება წელიწადში 2.5 მილიარდი მეტრ კუბია, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 38%-ით აღემატება. 2015 წლის მოხმარება 2014 წელთან შედარებით გაზრდილია 19%-ით. დღეს ჩვენ გვიწევს დაახლოებით 11 მილიონი მეტრ კუბის ყოველდღიური შემოტანა, მისი შემადგენელი ნაწილებია: სოკარიდან მილსადენ ყაზახის მეშვეობით 6 მილიონი მეტრ კუბი, 2.9 მილიონი მეტრ კუბი არის შაჰ - დენიზიდან მიღებული ბუნებრივი აირი და 2-2.5 მილიონი მეტრ კუბი, ანუ ის 10% რომელსაც ჩვენ ვიღებთ რუსეთიდან ტრანზიტის სანაცვლოდ. ფიზიკურად ვერ ვიღებთ სოკარის მილსადენიდან ამაზე მეტს, ფიზიკურად შეუძლებელია 6 მილიონ მეტრ კუბზე მეტის გატარება ამ მილსადენში." - ამბობს კალაძე.  ენერგეტიკის სამინისტრო მიწისქვესა გაზსაცავის აშენებას გეგმავს, რომელიც ბუნებრივი აირის მოხმარების სეზონურობას დააბალანსებს.  "ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში გაკეთდეს გაზსაცავი. გვაქვს მნიშვნელოვანი სეზონური დისბალანსი ზამთარში გაზის მოხმარება გაცილებით მეტია ვიდრე ზაფხულში, ყოველდღიური მოხმარება ზაფხულის თვეებში 11 მილიონიდან 4 მილიონ მეტრ კუბამდე ჩამოდის." - თქვა კალაძემ.  აზერბაიჯანული მხარე კალაძის განცხადებებზე განმარტებებს 13 იანვარს გააკეთებს. საქართველოში ვიზიტით სოკარის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი ჩამოდის. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ამბობს, რომ Gazprom საქართველოს აზერბაიჯანულთან შედარებით იაფ გაზს სთავაზობს. კალაძის თქმით, ამ ბუნებრივი აირის შესყიდვის შემთხვევაში საქართველო დააბალანსებს იმ დეფიციტს, რომელსაც ის სოკარისგან ვერ ავსებს.

“მე ციფრებისგან თავს შევიკავებ და მათ არ გავაჟღერებ, თუმცა შემიძლია გითრხათ, რომ დღევანდელ არსებულ ფასებზე ნაკლებია, რომელიც გვაქვს აზერბაიჯანთან. ეს ფასები საკმაოდ კონკურენტუნარიანია და ჩვენ ეს ფასები წარვადგინეთ სოკართან, ვუთხარით აბსოლუტურად გახსნილად რა შემოთავაზებები გვქონდა. ხვალ გვექნება შეხვედრა სოკართან და მას შემდეგ გავაკეთებთ განცხადებებს.” – ამბობს კალაძე.

კახა კალაძე ამბობს, რომ სოკარს არ შეუძლია საქართველოს ბუნებრივი აირის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, რისი მიზეზიც მილების გამტარუნარიანობა და ბუნებრივი აირის მოხმარების სეზონურობაა.

“დღეს საქართველოს მოხმარება წელიწადში 2.5 მილიარდი მეტრ კუბია, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 38%-ით აღემატება. 2015 წლის მოხმარება 2014 წელთან შედარებით გაზრდილია 19%-ით. დღეს ჩვენ გვიწევს დაახლოებით 11 მილიონი მეტრ კუბის ყოველდღიური შემოტანა, მისი შემადგენელი ნაწილებია: სოკარიდან მილსადენ ყაზახის მეშვეობით 6 მილიონი მეტრ კუბი, 2.9 მილიონი მეტრ კუბი არის შაჰ – დენიზიდან მიღებული ბუნებრივი აირი და 2-2.5 მილიონი მეტრ კუბი, ანუ ის 10% რომელსაც ჩვენ ვიღებთ რუსეთიდან ტრანზიტის სანაცვლოდ. ფიზიკურად ვერ ვიღებთ სოკარის მილსადენიდან ამაზე მეტს, ფიზიკურად შეუძლებელია 6 მილიონ მეტრ კუბზე მეტის გატარება ამ მილსადენში.” – ამბობს კალაძე.

ენერგეტიკის სამინისტრო მიწისქვესა გაზსაცავის აშენებას გეგმავს, რომელიც ბუნებრივი აირის მოხმარების სეზონურობას დააბალანსებს.

“ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში გაკეთდეს გაზსაცავი. გვაქვს მნიშვნელოვანი სეზონური დისბალანსი ზამთარში გაზის მოხმარება გაცილებით მეტია ვიდრე ზაფხულში, ყოველდღიური მოხმარება ზაფხულის თვეებში 11 მილიონიდან 4 მილიონ მეტრ კუბამდე ჩამოდის.” – თქვა კალაძემ.

აზერბაიჯანული მხარე კალაძის განცხადებებზე განმარტებებს 13 იანვარს გააკეთებს. საქართველოში ვიზიტით სოკარის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი ჩამოდის.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა
შემდეგი სტატიასოლომონიას ადგილს “ქართუ ჯგუფის” ხელმძღვანელი გიორგი ლილუაშვილი დაიკავებს