გაზის სამხრეთ კორიდორი – აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის განვითარების ელემენტია

26გაზის სამხრეთ კორიდორი – ეს არა მხოლოდ ჩვეულებრივი ენერგეტიკული პროექტია, ეს ელემენტია აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის განვითარებისათვის-განაცხადა ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ელმარ მამედიაროვმა.
მან თქვა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიხანის პროექტის რეალიზებას მოჰყვა ისეთი პროექტები, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ერზურუმი, ბაქო-თბილისი-ყარსი, ტრანსანატოლიის მილსადენი. მინისტრის თქმით, მაღალი დონის ორ და სამმხრივი თანამშრომლობა და რეგულარული შეხვედრები მსგავს ფორმატში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბაქო-ანკარასა და თბილისს შორის და ბევრ სფეროში თანამშრომლობის დარეგულირებას უწყობენ ხელს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანმა დუბრავკა სიმონოვიჩი მიიღო
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძე:მე გადავდექი!!!