გაზის ნამწვით რუსთავში სამი ადამიანი მოიწამლა – მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვია

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ბუნებრივი აირის ნამწვით სამი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის მცირეწლოვანი, 5 წლის ბავშვიც. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარებ ის ბრიგადები. მოწამლულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს, გავრცელებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წინასწარი ინფორმაციით, ბინაში ნამწვის დაგროვების მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გამათბობელი გახდა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატიაალილოს მსვლელობა – თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება