გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი 7-ვე პირი ახალგაზრდა მამაკაცია, შემთხვევა ნაქირავებ ბინაში მოხდა

აბაშაში, სოფელ მარნის გადასახვევთან ავარია მოხდა

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე 7 ადამიანი ნაქირავებ ბინაშია გარდაცვლილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით გარდაცვლილების იდენტიფიცირება არ მომხდარა.

„ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, ბინა იყო ნაქირავები. გარდაცვლილია 7 ახალგაზრდა, 7-ვე მამაკაცი. ჯერჯერობით არ მომხდარა მათი იდენტიფიცირება, ასევე მოქალაქეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. სავარაუდო მიზეზე ვერაფერს გეტყვით, ამაზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. ასეთ დროს ყველა ამბობს, რომ CO-თი მოხდა გარდაცვალება, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა ლაბუჩიძემ.

banner
წინა სტატიაშიგაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაწინასწარი ინფორმაციით, ქეთევან წამებულის გამზირზე 7 ადამიანის გარდაცვალება მხუთავმა აირმა – C0-მ გამოიწვია