გაზის გაჟონვის შედეგად, 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

გაზის გაჟონვის შედეგად, 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, თბილისში მოხდა.გარდაცვლილის ნათესავების ინფორმაციით, გიორგი გულაშვილი აბაზანაში ბუნებრივი აირით გაიგუდა.ახალგაზრდა სიღნაღის რაიონის სოფელ ძველი ანაგის მცხოვრებია.ახლობლების თქმით, გულაშვილი თბილისში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო და ძმასთან ერთად ცხოვრობდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 240-ე პრიმა მუხლით აღიძრა, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გარდაცვლილი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, სიღნაღის რაიონში გადაასვენეს.

banner
წინა სტატიაშიბელგიის სასტუმროს დირექტორი საპირველაპრილო ხუმრობისთვის დააკავეს
შემდეგი სტატიაახალი პენიტენციური დაწესებულება მსჯავრდებულებს გათავისუფლებისთვის მოამზადებს