გაზის (აირის) იარაღის შეძენა-რეგისტრაციისთვის შსს-ს თანხმობა იქნება საჭირო

მიმდინარე წლის 7 ივნისიდან, გაზის (აირის) იარაღის, შეძენის/რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა.

“სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ” შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად:

“თუ პირს სურს გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაცია საჭიროა მომსახურების სააგენტოში წარადგინოს იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან თანხმობა.

დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადებისა და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, თანხმობის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წერილობით გადაწყვეტილებას, იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო”.

შსს-ს ცნობით, განმცხადებელს გადაწყვეტილება ეცნობება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

banner
წინა სტატიაშიმიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები პერსონალურია, ყველა ვზიანდებით – დაუშვილი
შემდეგი სტატიაგვირჩევნია დასანქცირებული ვიყოთ, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა და მით უმეტეს ახალგაზრდებმა ომში მოწვევის ფურცლები მიიღონ – ხუნდაძე