13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

გაზი ნავთობის სანაცვლოდ- უნგრეთი უკრაინას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

უნგრეთის მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტოს, სანამ არ განახლდება მილსადენ „დრუჟბით“ უკრაინის გავლით უნგრეთისთვის რუსული ნავთობის მიწოდება. გადაწყვეტილება გამოაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.

ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ორბანი ამბობს, რომ უკრაინისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას თანდათან შეწყვეტენ და გაზის ამ მოცულობას თავად უნგრეთის საცავებში შეინახავენ.

უკრაინის ენერგეტიკის დარგებზე ფოკუსირებული წამყვანი უკრაინული კონსალტინგური კომპანიის, EXPRO-ს განცხადებით, უნგრეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტა უკრაინაში კრიტიკულ სიტუაციას არ შექმნის და შესაძლოა, საარბიტრაჟო სასამართლოებში დავის საგნადაც იქცეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ცნობილია
შემდეგი სტატია“ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი”- გიორგი ვაშაძე