ბრიტანეთის პარლამენტმა გაჟონილი წყლის გამო მუშაობა შეწყვიტა

 

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა სახურავიდან ჩამოსული წყლის გამო ორშაბათამდე მუშაობა შეწყვიტა – Sky news-ი ავრცელებს. სპიკერის მოადგილემ ლინდსი ჰოილმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა დებატების დროს დეპუტატებმა ჭერიდან ჩამომავალი წყალი შენიშნეს. სიტუაციამ მთელი რიგი ხუმრობები და ფილოსოფიური რეაქციები გამოიწვია ბრიტანელ კანონდებლებში – ადგილობრივი მედია ავრცელებს.
“დარბაზში ვარ და მესმის რომ ჭერიდან წყალი ჩამოდის. ეს პარტამენტი გატყდა” – სოცქსელებში ლეიბორისტმა ჯასტინ მადერსმა დაწერა. “სხდომათა დარბაზში განვადებით ხელფასის გაცემაზეა მსჯელობა. ძალიან დიდი ხმაურია წყლის გამო, რომელიც ჭერიდან ჩამოდის – იქნებ ეს ბიბლიური წყალდიბობაა, რომელიც ყველას წაგვლეკავს?” – კონსერვატორმა ჯულია ლოპესმა აღნიშნა.

banner
წინა სტატიაშინატომ რუსეთის აგრესიის გამო შავ ზღვაზე მონაწილეობას გაზრდის
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო რესუბლიკაში ნარკოდილერებს სიკვდილით დასჯიან