გაჟღერებული რეფორმები ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას – კახა კალაძე ლარიზაციის გეგმაზე

გალარების პროგრამა, რომელიც ხვალიდან შედის ძალაში, მინისტრების შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის განცხადებით, მთავრობის გეგმა გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს ლარის კურსის სტაბილურობას.

„ის რეფორმები, რომელიც იქნა გაჟღერებული და რომელიც განხორციელდება გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, იმ პრობლემის მინიმალიზაციას, რაც იმ ადამიანებს გააჩნდათ, ვისაც კრედიტები ჰქონდათ ბანკებში და ზოგადად, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ლარიზაციის პროგრამა იმ მოქალაქეებს შეეხებათ, რომლებსაც სესხები 2015 წლის პირველ იანვრამდე ჰქონდათ აღებული და მათი წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათასს.

სესხის დოლარიდან ლარში გადაყვანის შემთხვევაში, კურსის სხვაობიდან 20 თეთრს ბიუჯეტი დაფარავს. მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული პროგრამის მიზანი, ლარის კურსის სტაბილურობა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო კურსი და თვითმმართველობაში არსებული ვითარება – NDI კვლევას გამოქვეყნებს
შემდეგი სტატიაბრაზილიაში, “ალკაკუზის” ციხეში მომხდარი ბუნტის დროს დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა