გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორმა ელისო კილაძემ პროკურატურაში ფარული ჩანაწერები მიიტანა

ღარიბაშვილს მწარედ აზღვევინებენ

kiladzeგაზეთ “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორმა ელისო კილაძემ პროკურატურაში ფარული ჩანაწერები მიიტანა, რომელიც დაკავებული ვაჟა ლელუაშვილის სახლშია გაკეთებული და სადაც ჩანს, თუ როგორ მიდის წილების გადანაწილებაზე საუბარი.

„ქალაქის პროკურატურაში მივიტანე ვიდეოფირი. გაგიკვირდებათ და ეს ვიდეოფირი გადაღებულია ვაჟა ლელუაშვილის ერთ-ერთ სახლში. თავად ლელუაშვილის მიერ არის ფარული ჩანაწერი 2007 წლის. აქ საუბარია ერთ-ერთ ბიზნესმენთან, რომლის ვინაობაც მე არ ვიცი. საუბარია ქონების დაბრუნებაზე, რაღაც გარიგებაზე. ნახსენებია 150 ათასი დოლარი და წილების განაწილებაზე. ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, იმიტომ, რომ თავად ეს ჩანაწერი არის უკანონოდ მოპოვებული“, – განაცხადა ელისო კილაძემ.

კილაძემ ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურას ჩვენება მისცა. პროკურატურის შენობა ჟურნალისტმა უკვე დატოვა.

banner
წინა სტატიაშიბაბუშერას აეროპორტში დაღუპული მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს
შემდეგი სტატიასერბეთის პრემიერმა ბელგრადის სამხედრო ნეიტრალიტეტზე განაცხადა