21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

“გავრილოვის ღამეზე” პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია, ყველას გეპატიჟებით “ღირსების მარშზე”-ლაშა ფარულავა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა „გავრილოვის ღამიდან“ 7 წლისთავს ეხმაურება და საზოგადოებას დღეს, 19:00 საათზე, თბილისის ფილარმონიასთან დაგეგმილ „ღირსების მარშზე“ შემოერთებისკენ მოუწოდებს.

„7 წელი გავიდა გავრილოვის სისხლიანი ღამიდან, ეს არ არის მხოლოდ თარიღი, ან ისტორია, ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოში რუსული გავლენები, რუსული ფული არ იყოს. ამ პოლიტიკის მთავარი გამტარი არის ბიძინა ივანიშვილი, მისი რეჟიმი. დღეს, ყველას მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ „ღირსების მარშს“ იმისთვის, რომ საქართველო რუსული გავლენების, რუსული ფულის, რუსული ინტერესების გამტარი არ იყოს. საქართველო არ გარუსდება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს ამის ორკესტრირებული მცდელობა აქვს, მთავარი დირიჟორია იმისთვის, რომ ქვეყანაში რუსული მმართველობა ჩვეულებრივი ნორმა იყოს. დღეს, ყველას გეპატიჟებით 19:00 საათზე, ფილარმონიასთან „ღირსების მარშზე“.

20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია, არა ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილი. ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და მას ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს, ადრე თუ გვიან, ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგება, რომელიც ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი იქნება, თუმცა, ეს მას მერე დაიწყება, როცა ამ ქვეყანაში „რუსული რეჟიმი“ დასრულდება“, – განაცხადა ფარულავამ.

banner
წინა სტატიაში“შეეშვან კოლონიურ მოპყრობას” – “ქართული რესპუბლიკის” წევრები ზახაროვას პასუხობენ
შემდეგი სტატიადომინიკის რესპუბლიკის ზღვისპირა კურორტზე სასტუმრო დაიწვა — არის მსხვერპლი და დაშავებულები