“გავრილოვის ღამეს” მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რუსთაველზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა იყო გადაკეტილი, ამ დროისთვის კი აღდგენილია. ხელისუფლება აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია შესრულებულია და 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები შესრულებულია.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები რომლებმაც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტიც.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით ტარდება, კერძოდ საქმე 2019 წლის 20 ივნისს ე.წ გავრილოვის ღამეს მიმდინარე მოვლენებს ეხება.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და აღდგენაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით გადამეტების ფაქტებზე და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელი, რომელიც პენსიონერ კაცზე ძალადობაშია მხილებული
შემდეგი სტატიაროგორ დავაგროვო შოპინგისთვის საკმარისი PLUS ქულები? – მოემზადე მომავალი წლის PLUS-ის დაბადების დღისთვის