” გავრილოვის ღამე უვერტიურა იყო, მესამე აქტი წინ არის”

გავრილოვის ღამე უვერტიურა იყო, მესამე აქტი წინ არის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„საქართველოში პარლამენტარიზმი დამთავრდა, დემოკრატია მოიპარეს, სახელმწიფო მოიპარეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდათ ხელისუფლების დათმობა. ერთი კვირა ატარებდნენ კვლევებს და მშვენივრად იციან, რომ კატასტროფული მარცხი ელოდათ არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებენ, რომ არჩევნები არ შედგეს. გუშინდელი დადგმული უნიჭო სპექტაკლის, არის საქართველოში ადამიანი, რომელსაც სჯერა? ხუნდაძემ ჩააგდო ეს გადაწყვეტილებაო, იგივეა რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილს მისი ჰალსტუხები და ფეხსაცმელები აუჯანყდნენ.

სასაცილოა რა განმარტებებიც მოვისმინეთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაშალა ამის მიღებაო. თქვენ ნორმალურები ხართ? რომ იკრიბებით და ამ მესიჯბოქსებს ალაგებთ, ისე მაინც დაალაგეთ, რომ ხალხი სიცილით არ მოკვდეს, მაგრამ ხალხი რომ სიცილს იწყებს თქვენზე, მაგის გეშინოდეთ, კინწისკვრით გაგყრიან. გავრილოვის ღამე უვერტიურა იყო, მესამე აქტი წინ არის“,- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსთაველზე აქციის მონაწილეებმა ხის კონსტრუქციები მიიტანეს
შემდეგი სტატია“პატრიოტთა ალიანსი” უწყვეტ აქციებს იწყებს