გავრილოვი: ისეთი მეორე ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ჩვენ არა გვაქვს

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომლის თბილისში ვიზიტმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოში მასობრივი პროტესტი გამოიწვია, ამბობს, რომ ისევ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას – რუსული მედია. “ახალი გაზეთის” ჟურნალისტის შეკითხვაზე, როდის აპირებს გავრილოვი საქართველოში ვიზიტს, მან უპასუხა “ხვალაც კი წასასვლელად მზად ვარ”. “ძალიან მინდა, მე იქ პირადი გეგმები მაქვს. ჩემს ოჯახთან და ბავშვებთან ერთად შემოდგომით, როცა სიცხეები დაწყნარდებოდა, მოსალოცად ვაპირებდით წასვლას. მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ამ ქვეყნის შესახებ იცოდნენ, იმიტომ რომ მეორე ისეთი ქვეყენა, როგორიც საქართველოა, ჩვენ არა გვაქვს” – გავრილოვმა თქვა. გავრილოვმა, ასევე აღნიშნა, რომ მისი საქართველოში ჩასვლა რუსეთის პატრიარქის, კირილის ლოცვა-კურთხევით მოხდა.

banner
წინა სტატიაშიდილით ავდგები გავიკეთებ ჰალსტუხს, ჩავიცვამ პიჯაკს მივალ პარლამენტში, გამოვალ სიტყვით და დამაპატიმრებენ? – მელია
შემდეგი სტატიაქეთევან ციხელაშვილი : ვმუშაობთ, რომ გალელ სტუდენტებს არ ჰქონდეთ შეფერხება უმაღლეს სასწავლებლებში წვდომაზე