“გავრილოვი არის პროქართველი” – ემზარ კვიციანი

“პატრიოტთა ალიანსის” წევრის ემზარ კვიციანის თქმით, მან გავრილოვთან აფხაზეთთან დაკავშირებით ყველაფერი გაარკვია. კვიციანის განცხადებით გავრილოვი პროქართველია:

“მე მივუვარდი გავრილოვს, შენ აფხაზეთში ნამყოფი ხარ-მეთქი. რაის აფხაზეთში, არ ვარ ნამყოფი კონფლიქტის მერეო. მე მშობლები მყავს დასაფლავებულიო აქ თბილისშიო. საქართველო ჩემი სამშობლო არისო. ხო ხედავთ, სად დაარტყეს შეგნებულად. გავრილოვი არის პროქართველი, ამიტომაც მოხვდა დღეს მას, არ მაქვს აღიარებული აფხაზეთიო” – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

შეგახსენებთ, დღეს ართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა პარლამენტის შენობაში გაიმართა, ასამბლეის თავმჯდომარემ, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა სერგეი გავრილოვმა კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა, რასაც საყოველთაო პროტესტი მოჰყვა, როგორც ოპოზიციაში, ასევე საზიგადოებაში.

banner
წინა სტატიაშიგახარია უნდა გადადგეს, კობახიძე უნდა გადადგეს, გომელაური უნდა გადადგეს – გრიგოლ ვაშაძე
შემდეგი სტატიაპარტია „გამარჯვებული საქართველო“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს