გავრილოვი: 2008 წლის ომი არის ისტორია, რომლიდანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ

რაც შეეხება ტერიტორიების საკითხს, მე ასამბლეის პრეზიდენტი ვარ და ამ საკითხს ვერ განვიხილავ. იყო ჩვენს ხალხებს შორის ბევრი უსიამოვნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ პრობლემების გადალახვა შესაძლებელია. ამ უსიამოვნებების ინიციატორები დღეს საქართველოში არ იმყოფებიან. უნდა ვაწარმოოთ თანაბარი დიალოგი ვეძებოთ გზები მწვავე საკითხების პოზიტიურად გადასაწყვეტად და ვფიქრობ, რომ თანაბარი დიალოგით და ნდობით შევძლებთ ჩავაცხროთ ის საკითხები, რაც წარსულში ერთმანეთისგან გვყოფდა. სხვა გზა არ არსებობს. 2008 წლის ომი არის ისტორია, რომლიდანაც გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. რაც შეეხება აფხაზეთის ომში ჩემს მონაწილეობას წავიკითხე ეს ინფორმაცია, მაგრამ სიცრუეა. ცხოვრებაში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა საომარ მოქმედებებში. მრავალრიცხოვანი დაცვა უზრუნველყოფილია ქართული მხარის მიერ, რადგან მე ვარ ასამბლეის პრეზიდენტი, თუ ჩამოვდივარ კერძო პირის სტატუსით დაცვით არასოდეს ვსარგებლობ ”
ამბობს რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი რუსთავი 2-თან. გავრილოვი საქართველოში იმყოფება და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ზის, საიდანაც მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიას უძღვება.

banner
წინა სტატიაში“აქ მართლმადიდებლური არც არაფერია ! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხია, პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია” – სალომე ზურაბიშვილის სკანდალური პოსტი
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის, დუმის წევრებმა საქართველო უნდა დატოვონ