“გავრცელებული ფარული ჩანაწერები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს უსმენს”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ სერგი კაპანაძის განცხადებით, დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს უსმენს.

„სუსი-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში, რომელშიც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, პაატა ბურჭულაძის საუბარია ასახული, სკანდალური არაფერია. თუმცა ის ფაქტი, რომ უშიშროების სამსახური დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელს ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს უსმენს, შემაშფოთებელია.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ ეს ჩანაწერი იმ ვებ-საიტზე გავრცელდა, რომელიც პირდაპირ უშიშროების სამსახურის დაქვემდებარებაშია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, სუსის ჩარევა პოლიტიკურ მოვლენებში აქამდეც იყო და ძალიან აქტიურად. ამ ჩარევის შედეგი იყო ის, რომ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიის, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური პარტიის წევრებმა, ორი წლის წინ კანდიდატურები მოხსნეს.

ჩვენ ვნახეთ ბურჭულაძის განცხადება, რომ მას სუსი უთვალთვალებს. იყო სხვა პოლიტიკური პარტიების განცხადებებიც ამავე თემაზე. როგორც ჩანს ხელისუფლება ცდილობს არჩევნები ამ გზით მოიგოს. შესაბამისად, ეს ძალიან შემაშფოთებელია.

თუმცა მსგავსი ნაბიჯებით, ხელისუფლება და სუსი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენენ.

ჩვენ პოლიტიკურ ძალას კონკრეტული გეგმა აქვს იმისა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა არჩევნების შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ სუსის გაუქმება იქნება, რადგან პოლიტიკური პოლიცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაუქმდეს ამ ქვეყნაში.“- აცხადებს სერგი კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი: ეს ჩანაწერი გვარამიას დამონტაჟებული და გამოქვეყნებულია
შემდეგი სტატია“ეს არის კანონიერი ჩარჩოდან გასული უკანონობა” – ეკა მიშველაძე გვარამია-ბურჭულაძის ჩანაწერის გავრცელებაზე