გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდიდან ბათუმში სპეცრაზმი გადაიყვანეს (ვიდეო)

გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით საათნახევრის წინ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ასეული ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, თანამშრომლებს ბენზინები დაურიგეს და საკუთარი მანქანებითვე გაგზავნეს.

ასევე ცნობილი ხდება, რომ  ბათუმში წაიყვანეს დაახლოებით 7-მდე “კობრას” ტიპის ჯავშანმანქანაც.

https://youtu.be/pO-HvCF_ji4

banner
წინა სტატიაშინიკა მელია 21:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიასამნიძე – სააკაშვილმა საზღვარი თუ გადმოკვეთა, ქვეყნის პრობლემა იქნება, ხოლო თუ ვიდეოები ნამდვილი არ არის, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემაა