გავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში მომხდარი მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა ბადრი ნათობაძე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მომხდარი მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა ბადრი ნათობაძე (ბადუკა) დააკავეს.

მედიაში მის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, მაგალითად პორტალ “კვირას” ინფორმაციით, ბადრი  ნათობაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ის პატიმრობაში იმყოფებოდა და 2012 წელს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

მკვლელობა დღეს ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. თავდამსხმელმა ერთი ადამიანი მოკლა. მეორე კი მძიმედ დაიჭრა.

შსს ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1979 წელს დაბადებულ ს.ჯ.-ს და 1982 წელს დაბადებულ ზ.ჩ-ს. ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე – გადაყვანილია საავადმყოფოში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერმა აბაშის გზაზე ველოსიპედიდან გადმოვარდნილ მოხუცს პირველადი დახმარება აღმოუჩინა
შემდეგი სტატია“სოსო ჯოხაძის მკვლელობის მომენტში მისი ძმაც ავტომობილში იმყოფებოდა”