გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის მე-17 ციხეში ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ “მთავარ არხს” ერთ-ერთი პატიმრის ადვოკატმა აცნობა, თუმცა მან არ იცის, ვინ არიან გარდაცვლილები – პატიმრები თუ ციხის პერსონალი.

“ერთ-ერთი პატიმრის ახლობელმა განმიცხადა, რომ ამ პატიმარმა მასთან დარეკვა მოახერხა და უთხრა, რომ თავად კარგად გრძნობდა თავს, ცოცხალია, თუმცა სამწუხაროდ დაღუპულია ორი ადამიანი. უცნობია ესენი არიან პატიმრები, თანამშრომლები თუ რომელიმე სხვა უწყების პირები”, – თქვა ადვოკატმა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია აქვთ პატიმრების ოჯახის წევრებსაც, თუმცა დაზუსტებით, მათაც არაფერი იციან.

“გავიგე, რომ არის ორი ადამიანი, მაგრამ დაზუსტებით არ იციან და არც ინფორმაცია გამიგია. ცხელ ხაზზე არაფერი მითხრეს, არც გადამამისამართეს მე-17 დაწესებულებაში. ველოდები მამას, რომ დამირეკოს, გავიგო რა მდგომარეობაა. არ გამოვრიცხავ, ამ დაკვამლიანებისგან პატიმრებს მიეღოთ ჯანმრთელობის მხრივ გაუარესება, ქრონიკულად დაავადებულებს მით უმეტეს”, – ამბობს ერთ-ერთი პატიმრის შვილი.

banner
წინა სტატიაშივიტალი კლიჩკო: საქართველოსთვის და პოსტ საბჭოთა სივრცისთვის სააკაშვილი ისტორიული პიროვნებაა, რომელიც განასახიერებს რეფორმებს, რომლებმაც შეცვალა საქართველო და მისი რეპუტაცია მსოფლიოში
შემდეგი სტატიახუხაშვილი ოცნების მომხრეებზე: ბიძინას ვოტსაპის შიშით, სიგნალი გაქვთ ჩართული