გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მ საქართველოს პრეზიდენტს ამერიკაში ვიზიტზე უარი უთხრა

გააუქმა თუ არა ვაშინგტონმა საქართველოს პრეზიდენტის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტი – ვრცელდება ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალური ვაშინგტონიდან უარი მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში შემოდგომისთვის ჩასვლაზე მსჯელობა მარტიდან დაიწყო და ვიზიტს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებდა. შედგება თუ არა ვიზიტი, ჟვანიას თქმით, მას ინფორმაცია არ აქვს.

“როდესაც ვსაუბრობდით ჩვენ მარტის თვეში, საუბარი იყო სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდზე, მანამდე საუბარი არ ყოფილა,”-აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა ჟვანია.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში გიორგი გახარიას მოუსმენენ
შემდეგი სტატიასამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს საერთო სასამართლოების კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს