გავრცელებული ცნობით, ისრაელი ღაზასა და ეგვიპტეს შორის სახმელეთო გასასვლელს ბომბავს

ღაზას სექტორსა და ეგვიპტეს შორის რაფაჰის გადასასვლელი ისრაელმა ცეცხლის ქვეშ მოაქცია. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel დასავლურ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ეს ღაზას სექტორსა და ეგვიპტეს შორის ერთადერთი სახმელეთო გადასასვლელია, რომლის გამოყენებისკენაც რამდენიმე საათით ადრე, ისრაელის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი იმ პალესტინელებს მოუწოდებდა, რომლებსაც ღაზას სექტორის დატოვება სურდათ.

„რაფაჰის გადასასვლელი ჯერ ისევ ღიაა. ვისაც შეუძლია გადასვლა, ვურჩევ, ეს გააკეთონ“, – ამბობდა ვიცე-პოლკოვნიკი რიჩარდ ჰეხტი უცხოელ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამ დროისთვის, ისრაელის თავდასხმის გამო, ღაზასა და ეგვიპტეს შორის გადაადგილება შეფერხებულია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია
შემდეგი სტატიააფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი თბილისს IPRM-ის ფორმატში შეხვედრების განახლებას სთავაზობს