შაქრო მალადოის (ზაქარია კალაშოვს) ბრალი წაუყენეს

კალაშოვის საქმეზე რუსი გენერალი დააკავეს

კრიმინალურ ავტორიტეტს ზახარია კალაშოვს, ზედმეტსახელად, შაქრო მალადოის, 8 მილიონი მანეთის გამოძალვაში ედება ბრალი – ამის შესახებ რუსეთის შსს ავრცელებს – მას ბრალი ოფიციალუად წაუყენეს – განაცხადა უწყების პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა.
შეგახსენებთ, რომ როგორც “თაიმერი” რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერდა, კალაშოვის დაკავება დღეს დილით ადრე მოხდა.

რუსეთის შსს-ს მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში შაქრო კალაშოვი ამბობს, რომ კამერის წინ საუბარს არ აპირებს: “თქვენ აქ შოუს დგამთ, რა საჭიროა კამერები? კამერის წინ არაფერს ვილაპარაკებ. მოაშორეთ კამერები და ვილაპარაკოთ”, – კალაშოვის ამ რეპლიკაზე პოლიციელთა ჯგუფის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ „ასეთია მისი სამსახურებრივი მოვალეობა, რის საფუძველზეც კამერებს ოთახიდან ვერ გაიტანს“. შესაბამისად, კალაშოვი არ პასუხობს შეკითხვას, არის თუ არა “კანონიერი ქურდი” და აცხადებს, რომ არცერთ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ოფიციალური ინფორმაციით, შაქრო კალაშოვსა და მასთან ერთად დაკავებულ პირს ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის მცდელობაში ედებათ ბრალი. საუბარია მოსკოვში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მეპატრონეზე, რომელსაც, გამოძიების ინფორმაციით, შაქრო კალაშოვისგან წარგზავნილმა პირებმა 8 მილიონი რუბლი მოსთხოვეს.

https://youtu.be/-XqSI7UM-14

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ოფისში მინისტრთა კაბინეტის წევრები იკრიბებიან
შემდეგი სტატია(video) მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს