გავრცელდა თუ არა კადრები ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით – რას პასუხობს ბესელია

მართველი გუნდის ყოფილი წევრი ეკა ბესელია, “რეაქციის” წამყვანის ინგა გრიგოლიას მიერ დასმულ კითხვაზე, გავრცელდა თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით, დეპუტატმა უპასუხა, რომ ეს იყო მრავლისმეტყველი ფრაზა და შესაძლოა გაფრთხილებაც.

“ახლა გეტყვით პირველად ერთ ამბავს, ერთ ფრაზას, რომელიც შეიძლება იყოს მრავლისმეტყველი. ეს კადრები გავრცელდა 27 იანვარს. ეს არის ის ღამე და დღე, როდესაც 2-დღიანი უმრავლესობის სხდომა ჩაატარა ივანიშვილმა სასამართლოსთან დაკავშირებულ თემაზე და ეს იყო უმწვავესი საუბარი შიგნით.. ეს კადრები გავრცელდა ზუსტად ის მძიმე ორდღიანი სხდომა რომ დამთავრდა, სადაც მე საკმაოდ მწვავე საუბარი მქონდა. იმ ღამეს გავფრინდი მივლინებაში და ზუსტად იმ ღამეს გავრცელდა ეს კადრები. მე ჩამოვედი, ივანიშვილს შევხვდი. მკითხა რაიმე ეჭვი ხომ არ გაქვს ჩვენზეო. ვუთხარი, მე ვარ ის ადამიანი, ვისაც ყველაზე მეტად არ უნდა, მართლა არ მინდა ამის ბოლომდე დაჯერება, რომ შეიძლება ეს მოხდა შენი თანხმობით-თქო. წარმოიდგინეთ, მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც მასთან ერთად შვიდი წელი გაიარა ეს გზა. ზარდიაშვილივით კი არ ვხტებოდი იქიდან-აქეთ და ოხანაშვილივით, რომელიც 2016-ში შემოახტა ამ ოცნების ვაგონს.

ჩემთვის ძალიან მძიმე დასაჯერებელი იქნება, შეიძლება რაღა ეჭვები მქონდეს შინაგანად, მაგრამ… ამიტომ, მე ამის დაჯერება მიჭირს-მეთქი. მითხრა ამ ამბავმა მე უფრო დამაზარალა, ვიდრე შენო და ეს ნაციონალების გაკეთებულიაო. მე ვუთხარი გახსენით ეს საქმე და დამიდეთ კონკრეტული პირი ან პირები, სახელი და გვარი ვინ ჩაიდინა იმიტომ, რომ ეს ემთხვევა სასამართლოსთან დაწყებულ კონფლიქტს. მითხრა კიო, ეს გაიხსნებაო. მაგრამ ამას მოყვა შემდეგი ფრაზა მისგან და მე აქ გავჩერდები არ გავაგრძელებ დღეს, სხვა დროს გავაგრძელებ ამ საუბარს და სხვა საუბარსაც, თუ ამის აუცილებლობის წინაშე დავდგები. გაჩერდიო მითხრა, თორემ მე შენ ვერ დაგიცავო. ეს იყო მრავალმნიშვნელოვნად ნათქვამი სიტყვა იმიტომ, რომ მეორედაც გავრცელდა თუ გახსოვთ, ერთ თვეში. არ ვიცი ეს იყო გაფრთხილება, მინიშნება. ჩემი პასუხი იყო, რომ მე არავის დაცვა არ მჭირდება და იქეთ გიცავთ ყველას-თქო” – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია : ჩვენ მაგრად მივქარეთ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო არ შევქმენით
შემდეგი სტატიაჩუგოშვილი: ბესელია დანაშაულის მსხვეპლია და ამაში მე მის მიმართ სოლიდარული ვარ