გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს როგორ ურტყამს თამაზ მეჭიაური მოქალაქეს (ვიდეო)

მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით პარლამენტთან მიმდინარე საპროტრესტო აქციაზე, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, აქციის მონაწილეებმა შეძახილებით და სტვენით შეაცილეს.

აქციაზე დეპუტატსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება მოხდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე არტურ არუთინოვი ირწმუნება, რომ თამაზ მეჭიაურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახეში გაარტყა.

“მეჭიაურს დავუსტვინე, მან კი ხელი დამარტყა. მე გამოხატვის თავისუფლება უნდა მქონდეს” – აღნიშნა ჟურნალისტებთან არტურ არუთინოვმა.

რაც შეეხება თამაზ მეჭიაურს, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ხელი არავისთვის გაურტყამს.

თუმცა რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ურტყამს დეპუტატი მოქალაქეს.

 

https://www.youtube.com/watch?v=PeZKPcMONps&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ბევრი თაობის ოცნება ახდება 2016 წელს
შემდეგი სტატიაქართველი ბიზნესმენის უკანასკნელი წუთები – მკვლელობის დეტალები (ვიდეო)