გავლენიანმა რესპუბლიკელმა ტედ კრუზს “ხორცშესხმული ლუციფერი” უწოდა

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ყოფილმა სპიკერმა, ჯონ ბრეინერმა რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ს პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატ ტედ კრუზს “ხორცშესხმული ლუციფერი” უწოდა – ამის შესახებ BBC News-ი წერს.
“მე დემოკრატებშიც მყავს მეგობრები და რესპუბლიკელებშიც. თითქმის ყველასთან შემიძლია ურთიერთობის გაბმა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში არასდროს მიმუშავის მსგავს ნაბიჭვართან” – თქვა მან ტედ კრუზზე სტენფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას. ბეინერმა აღნიშნა, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ მისცემს ხმას, ამასთანავე, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს ”მიმოწერაში მეგობარი” უწოდა და თქვა, რომ ზოგჯერ მასტან გოლფს თამაშობს და მას უგულშემატკივრებს.
ბეინერმა ასევე დემოკრატ ჰილარი კლინტონზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. “ოი, მე ქალი ვარ და მე მომეცი ხმა” – გაიხუმრა მან მან.

კრუზმა თანაპარტიელის სიტყვებს “ტვიტერით” უპასუხა. “იქნებ მითხრათ, ვინ გამოვიდა ვაშინგტონელი პოლიტიკოსების წინააღმდეგ? ბეინერ, მეგობარო, ტრამპი თუ ჩვენ კარლთან ერთად?” – დაწერა მან (კარლი ფიორენა კრუზის კანდიდატია აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე – რედ).

ბეინერმა 2013 წელს კრუზს “ვირი” უწოდა.

ტედ კრუზი აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატების წარსადგენ სიაში რესპუბლიკური პარტიიდან მეორე ადგილზეა.

banner
წინა სტატიაში,, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება”
შემდეგი სტატიავახუშტის ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა