გავლენიანი დანიური პარტია ევროპაში მუსლიმების შეშვების აკრძალვას ითხოვს

გავლენიანი დანიური პარტია ევროპაში მუსლიმების შეშვების აკრძალვას ითხოვს

11დანიის პოლიტიკური გაერთიანების სიდიდით მეორე, დანიის სახალხო პარტია, მოწოდებას აკეთებს, ევროპაში მუსლიმების შეშვება აიკრძალოს -წერს გაზეთი Berlingske.
“ტერაქტები ისევ და ისევ ხდება, ყოველ ჯერზე მათ საფუძვლად ისლამი უდევს. ყოველ ჯერზე ჩვენ მხარდამხარ ვდგავართ ჯერ ნიუ-იორკთან, შემდეგ ლონდონთან, შემდეგ პარიზთან, შემდეგ ნიცასთან. ყოველ ჯერზე ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი ცხოვრების განაწესის შეცვლა არ არის საჭირო, რადგან ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ტერორისტებმა გაიმარჯვეს” – წერს პარტიის წევრი სერენ ესპერსენი და აღნიშნავს, რომ ისლამი მშვიდობის რელიგია არ არის, მუსლიმების მხრიდან საწინააღმდეგოს მტკიცების მიუხედავად. მან მოწოდება გააკეთა პოლიტიკური უმოქმედობიდან ევროპული ცხოვრების წესის შეცვლისკენ გადადგან ნაბიჯი.

2015 წლის დეკემბერში, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ასევე გაკეთა მოწოდება, აშშ-ში მუსლიმების შეშვება დროებით აიკრძალოს.

banner
წინა სტატიაშითურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ 18 ათასი ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიაფოთში ,,ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარობის კანდიდატად ბექა ბასილაიას წარადგენს