“გავყიდეთ მანქანები, ბათუმის ძალიან კარგი ოფისი, რუსთავის ოფისი. იყიდება სხვა ოფისებიც…”

როცა 12 მილიონი ლარიდან 11 მილიონს „ქართული ოცნება“ მიიღებს შემოწირულობის სახით, რომელ სამართლიან არჩევნებზეა საუბარი – აცხადებს “ენმ”-ს ერთ ერთი ლიდერი რომან გოცირიძე და ამბობს, “ოცნებას“ სულ მცირე 100 მილიონი ლარი აქვს დახაჯული არალეგალურად. გოცირიძის თქმით, თანხები, რაც აუდიტის სამსახურის მიერ არის ნაჩვენები „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის საწარმოებლად, პარტიის ერთგული შემომწირველების თანხებია, ხოლო დანარჩენი არის პარტიის ქონების გაყიდვის გზით მიღებული შემოსავალი:

“გავყიდეთ მანქანები, ბათუმის ძალიან კარგი ოფისი, რუსთავის ოფისი. იყიდება სხვა ოფისებიც, მათ შორის პარტიის მთავარი ოფისი აეროპრტის გზაზე. ხელისუფლებას დატერორებული ჰყავს ბიზნესი და სჯის ოპოზიციის კანონიერად დაფინანსების შემთხვევაში. არჩევნები არასამართლიანია უკვე წინასაარჩევნო ეტაპზე. ეს ეხება არა მხოლოდ ფინანსურ უთანასწორობას, არამედ ადმინისტრაციული და მედიარესურსების გამოყენებას, ქუჩის კრიმინალური ელემენტების ჩართვას ამომრჩევლების დასაშინებლად,” – აღნიშნა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა : წინასაარჩევნო გარემო უთანასწოროა ყველა თვალსაზირისით
შემდეგი სტატიაოთარ დანელიამ და ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის საცდელი ბაზა გახსნეს