გავიგე, რომ ერთგულ ხალხს ეძებს ივანიშვილი , ერთი ფარცხალაძე იყო და ახლა თადუმაძე

გავიგე, რომ ერთგულ ხალხს ეძებს ივანიშვილი, მაგრამ ოდნავ მაინც კვალიფიკაცია ხო შეიძლება მოსთხოვო კონკრეტულ პირებს, რომ ფორმალურად მაინც დააკმაყოფილონ კანონით დადგენილი მოთხოვნები. დაილია ამ ქვეყანაში მაგისტრა დამთავრებული იურისტები? იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ ძალიან ბევრი გვყავს ვინც დასავლეთში მიიღო განათლება. გვყავს მართლაც საამაყო სპეციალისტები, ვის კვალიფიკაციასაც მსოფლიოს მაშტაბით აღიარებენ. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიზანიც ხომ ისაა, რომ დაეხმარონ ჩვენ ქვეყანას ბევრი კვალიფიციური კადრი გვყავდეს ვინც ქვეყნის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას. ეს ხალხი თუ არავინ გამოიყენა ნამდვილად ვერ ავაშენებთ ამ ქვეყანას. და რასაც ვხედავ ახლა არის არაპროფესიონალოზმის ზეიმი! მეორედ გვაქვს დისკუსია ქვეყანაში იმაზე აქვს თუ არა მოქმედ პროკურორს იურისტის დიპლომი. ერთი ფარცხალაძე იყო და ახლა თადუმაძე. რა დამოკიდებულებაა ეს სახელმწიფო ინსტიტუტების და საზოგადოების მიმართ. რატომ უნდა ისწავლოს ადამიანმა თუ ხედავს, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება არავის ჭირდება – წერს ეკა გიგაური

banner
წინა სტატიაშითადუმაძის ნიშნების ფურცელი გასაჯაროვდა
შემდეგი სტატიაანა დოლიძე : „ქართული ოცნების“ პირობებში სახელმწიფოს მართავს უდიპლომო მინისტრი თეა წულუკიანი, უდიპლომო პროკურორი და არიან უდიპლომო მოსამართლეები