“გავიარეთ მოლაპარაკებების მდგომარეობა” – ლელოს ლიდერები აშშ-სა და EU-ს ელჩებს შეხვდნენ

პარტია ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს, კელი დეგნანსა და კარ ჰარცელს შეხვდნენ. მამუკა ხაზარაძის თქმით, ელჩებთან სამუშაო შეხვედრაზე მოლაპარაკებებისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტის გარშემო მდგომარეობა განიხილეს.

“შეხვედრა გვქონდა კარლ ჰარცელთან და კელი დეგნანთან. კიდევ ერთხელ გავიარეთ ის მდგომარეობა, რაც ხდება მოლაპარაკებების, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტის გარშემო. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ლელოს პოზიცია, რომ ხუთი პუნქტიდან ჩვენ სამ პუნქტს ვეთანხმებით და იცით ეს. მსჯელობა გვქონდა დარჩენილ ორ პუნქტზე. დეტალებში ვერ შევალ, თუმცა მინდა, დავადასტურო, რომ საქართველოს მიმართ დიდი ინტერესია. დიდი მცდელობაა, რომ საქართველოში საბოლოოდ გადატვირთვა მოხდეს და ეს გადატვირთვა არ არის ოპოზიციის პარლამენტში შესვლა.

ოპოზიციის პარლამენტში შესვლას უნდა მოჰყვეს სერიოზული რეფორმები, რომელიც დაეტყობა თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრებას. მმართველ გუნდთან ჩვენ შეხვედრა არ გვქონია. ჩვენამდე იყო შეხვედრა. მე და ბადრის ელჩებთან დამოუკიდებელი შეხვედრა გვქონდა”, – თქვა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ცენტრალური პარკის პროექტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის
შემდეგი სტატიაწარმოუდგენელი მგონია, მედიატორის როლი შეასრულოს – ჯაფარიძე პრეზიდენტზე