“გავიარე, ვნახე ჩემი ძველი კოლეგები და მეგობრები,” – “ქართული ოცნების” ოფისში სპორტსმენები და ბიზნესმენები იმყოფებოდნენ

მმართველი გუნდი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. კონსულტაციები წინა დღეების მსგავსად “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ამჯერადაც გვიანობამდე გაგრძელდა. მმართველი პარტიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე დღის ბოლოს სპორტსმენები და ბიზნესმენებიც იმყოფებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ დეტალებზე მედიასთან არ უსაუბრიათ, თუმცა “ქართული ოცნების” ოფისში მათი მისვლის მიზეზად წინასაარჩევნო საკითხები კატეგორიულად გამორიცხეს. გავრცელებული ინფორმაციით, კონსულტაციებში უშუალოდ იყვნენ ჩართული ირაკლი კობახიძე და კახი კალაძე.

“გავიარე, ვნახე ჩემი ძველი კოლეგები და მეგობრები,”-აცხადებს ოლიმპიური ჩემპიონი, პარლამენტის ყოფილი წევრი ზურაბ ზვიადაური.

“ქართული ოცნების” ოფისში ვიზიტს, ძველი მეგობრების ნახვას უკავშირებს, ვეტერანი ფეხბურთელი, გიორგი დემეტრაძეც.

“მეგობართან ვიყავი კახასთან, საარჩევნო იმაზე არ დაგვილაპარაკია,”-აცხადებს დემეტრაძე.

შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, კომპანია “გრანდის” დამფუძნებელი, დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია კი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გიგა ახვლედიანთან პირად საქმეზე სასაუბროდ იმყოფებოდა. მისი თქმით ვიზიტი არ უკავშირდება არჩევნებს.

banner
წინა სტატიაშინავთლუღის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს, 66 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატია„კურსზე სტრესებს, გამოწვევებს შინაურს და საგარეოს პატარა საქართველომ დიდი ხანია, რაც გაუძლო” – ვოლსკი ლარის კურსზე საუბრობს