გავიარე სამედიცინო კომისია. შესანიშნავი ჯანმრთელობა მაქვს, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა და სამხედრო კომისარიატში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

„გავიარე სამედიცინო კომისია და დავდექი სამხედრო აღრიცხვაზე სვიატოშინსკის სამხედრო კომისარიატში. ჯანმრთელობა შესანიშნავია, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ, ასე რომ, მზად ვარ, იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა. ძალიან სასიამოვნო და გულისხმიერი სამედიცინო პერსონალია, რომელიც მუშაობს ძალიან ცუდ პირობებში. საჭიროა სამხედრო კომისარიატებისა და მათი თანამშრომლებისთვის დაფინანსების მკვეთრად გაზრდა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.

banner
წინა სტატიაშიმე ჭორაობაში ვერავის ავყვები – ოხანაშვილი ბესელიას პასუხობს
შემდეგი სტატიაავარია თუშეთში – გზიდან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ