“გავემზედო…. უდრტვინველი ტრანსპორტირებისთვის?” – თარგამაძე მისი რუსეთისთვის შესაძლო გადაცემაზე

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეს “ფეისბუქის” საშუალებით ეხმაურება გივი თარგამაძე:

“მე ვნახე, როგორ მოექცა ჩემი ქვეყნის ხელისუფლება თურქეთის ხელისუფლების მიერ დევნილ თურქეთის მოქალაქეს. ასევე, ვნახე, როგორ მოექცა ჩემი ქვეყნის ხელისუფლება აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილ აზერბაიჯანის მოქალაქეს. ხოდა, მე გავემზედო, როგორც რუსეთის ფედრაციის ხელისუფლების მიერ დევნილი, უდრტვინველი ტრანსპორტირებისთვის, თუ, ჩემი ქვეყნის მოქალაქეობა ამისგან მაინც მიცავს? ჯერ კიდევ მიცავს? თუ, ჯერ არ გადაგიწყვიტავთ? თუ, პროცესში შევიტყობ? თუ?………..” წერს თარგამაძე, რომელზეც რუსეთის ფედერაციას საქმე აქვს აღძრული და ძებნა აქვს გამოცხადებაული.

banner
წინა სტატიაშიკალაძის “საიდუმლო” 373 514 ლარის ხარკი
შემდეგი სტატია“ნაცემია, სავარაუდოდ ქართველმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს” – აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ადვოკატის სკანდალური განცხადება