რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დეზინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს. უწყებამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ოკუპანტებმა უცხოელი სამხედროები გაანადგურეს, საიდანაც 50 ქართველია.
“ბოლო სამი კვირის განმავლობაში 391 უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი დაიღუპა, კიდევ 240-მა “გარეულმა ბატმა” კი უკრაინა დატოვა. ამ პერიოდში 166 დაქირავებული ჯარისკაცი მოკლეს პოლონეთიდან, 50 – საქართველოდან, 23 – დიდი ბრიტანეთიდან, 23 – რუმინეთიდან, 15 – კანადიდან”, – წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია.