8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

“გავანადგურეთ ქვეყანა, რომელსაც ისრაელის განადგურება სურდა” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ომის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება ორმხრივი იქნება, რომელსაც ის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად მიიღებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა Times of Israel-ს განუცხადა, რომ ისრაელი ირანის მხრიდან განადგურებისგან მან და ნეთანიაჰუმ იხსნეს.

„ირანი აპირებდა ისრაელის და მის გარშემო ყველაფრის განადგურებას. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ. გავანადგურეთ ქვეყანა, რომელსაც ისრაელის განადგურება სურდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, როდის უნდა დასრულდეს ომი მარტო მიიღებს, თუ ნეთანიაჰუსთან ერთად, რაზეც მან უპასუხა: „ვფიქრობ, ეს ორმხრივია, გარკვეულწილად. ჩვენ ვსაუბრობთ. გადაწყვეტილებას საჭირო დროს მივიღებ, მაგრამ ყველაფერი გათვალისწინებული იქნება“.

banner
წინა სტატიაშიმედიის ცნობით, ლიბანში, პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკთან ისრაელმა ორი ახალი დარტყმა განახორციელა
შემდეგი სტატიამედია – ბაჰრეინში ირანის მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა