რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახალგაზრდული ცენტრების გახსნისას, რომელშიც ვიდეოზარით მონაწილეობდა, ხაზი გაუსვა, რომ რუსეთისა და აფხაზეთის ახალგაზრდობას შორის კავშირები გასაძლიერებელია:
“ალბათ, ყოველი მეორე ან ყოველი მესამე ადამიანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა აფხაზეთში. ჩვენ ამას განსაკუთრებული გრძნობით ვეკიდებით“ – განაცხადა პუტინმა.
“ვფიქრობ, შესანიშნავი იქნებოდა, თუ რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ვისაუბრებდით ახალგაზრდული კონტაქტების გაფართოებაზე და არა მხოლოდ კონტაქტების, არამედ ისეთი პირობების შექმნაზე, რომ ეს კონტაქტები ცოცხალი იყოს, სასარგებლო იყოს თქვენს რესპუბლიკაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და ხაზი გავუსვათ და გავაძლიეროთ კავშირები რუსეთსა და აფხაზეთს შორის.
ეს უაღრესად მნიშვნელოვანი სფეროა როგორც რესპუბლიკის, ასევე ჩვენი ურთიერთობების მომავლისთვის.
ვფიქრობ, თქვენ ეს კარგად გესმით, ალბათ, ყოველი მეორე ან ყოველი მესამე ადამიანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა აფხაზეთში. ჩვენ ამას განსაკუთრებული გრძნობით ვეკიდებით”, – თქვა პუტინმა