გავაცნობიეროთ, რომ რუსეთის ბაზარზე ზედმეტად მიბმა საზიანოა

რუსეთი სანქციებზე გადავიდა. პუტინი იმედგაცრუებულია ბიძინა ივანიშვილით. ვერ აღმოჩნდა ყოვლისშემძლე თავისი მილიარდებით. თანაც 2 მილიარდი დოლარი გამოატანინა რუსეთიდან. მთლად რომ გაწიროს, სად იპოვოს ახალი ბიძინა, ამიტომ ნაწილობრივი სანქციების მეთოდს მიმართა. მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკა ერთ დროს პრაქტიკულად რომ გამოვლინდებოდა, ეს მოსალოდნელი იყო, ამიტომ ვუკიჟინებდით ამათ, რომ ნუ შემოაყოფინებდნენ ცხვირს გაზპრომს, როსნეფტს და მსგავს ”საბრძოლო იარაღს” საქართველოში. უგუნურობამ და პირადმა ინტერესებმა თავისი ქნა.

პუტინის ბრძანებულება, რომ 8 ივლისიდან გაურკვეველი ვადით აიკრძალოს ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის, ფაქტობრივად არის ეკონომიკური სანქციის ამოქმედა ტურიზმის სფეროში. თუ რაიმე არ მოეწონება, ღვინოსაც აკრძალავს, მერე ხილს და კიდევ სხვას. ამიტომ იყო საჭირო მტკიცე პოზიციის დაჭერა და იმის ჩვენება, რომ ქვეყნის ინტერესების დათმობის ფასად არ ვაპირებთ სავაჭრო ურთიერთობების აგებას.

რაც ახლა ხდება, ეს არის დასჯა. შეიძლება ”გავრილოვის სასჯელი ვუწოდოთ”. გადავიტანთ როგორმე. დიდხანს ასე ვერ იქნება. რუსებმაც იგემეს საქართველოში დასვენების სიამოვნება.

კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთის ბაზარზე ზედმეტად მიბმა საზიანოა-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშითენგიზ გოგოტიშვილი: რუსის ტურისტზე ახვარი არ არსებობს!
შემდეგი სტატიარუსები შოკში არიან ტურისტული ემბარგოს გამო