გაუსაძლისი სიცხეები საქართველოში – დღეს ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდება

საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა გაუსაძლისი სიცხეებია – სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ანალოგიური მდგომარეობა ქვეყნაში ოთხშაბათის ჩათვლით შენარჩუნდება.

ამის შემდეგ რამდენიმე ტემპერატურა გრადუსით დაიწევს, თუმცა სიცხეები მაინც გაგრძელდება.

ყველაზე უფრო მაღალ ტემპერატურას – 43 გრადუსს დღეს კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში ელოდებიან.

სპეციალისტების ინფორმაციით, მსგავსი სიცხეები ქვეყანაში ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ ყოფილა.

„უახლოეს დღეებში კვლავ შენარჩუნდება ცხელი ამინდი საქართველოს ტერიტორიაზე და 4 რიცხვამდე, აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ ნაწილში, ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა მიაღწიოს 40-43 გრადუსს. დღეისთვის პროგნოზით, 36-41 გრადუსი გვაქვს საქართველოში. 5 რიცხვიდან უკვე მოხდება ტემპერატურის ნელ-ნელა დაკლება,“-განაცხადა სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“რომ გავიხედეთ თვითმფრინავს ბოლი გასდიოდა” – კომპანია “ვიზეარის” რეისი თვითმფრინავის გაუმართაობის გამო ვერ შესრულდა
შემდეგი სტატიაერთიანი ეროვნული გამოცდები – განათლების სამინისტრომ კონდიციონერების დამონტაჟება სკოლების მხოლოდ ნაწილში შეძლო