„გაუქმდეს მწვანე პასპორტი, ამ ეტაპზე ესაა ერთადერთი გონივრული ნაბიჯი“ – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად მწვანე პასპორტის ბაზაში აისახებიან ის პირები, რომელთაც კორონავირუსი ტესტით არ ჰქონდათ დადგენილი, თუმცა ჰქონდათ სიმპტომები და გარკვეული პერიოდი ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ.

კულუმბეგოვის თქმით, მწვანე პასპორტის და საზოგადოების დაცვის მინიმალური სტანდარტიც კი დარღვეულია. ამიტომ, კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ მწვანე პასპორტი გასაუქმებელია:

„მწვანე პასპორტების სისტემაში ის პაციენტებიც აისახებიან, რომლებსაც კორონავირუსის ტესტი საერთოდ არ გაუკეთებიათ, თუმცა 112-ს მიმართეს და ოჯახის ექიმთან ჰქონდათ კომუნიკაცია.

ანუ დღეს 112-ის ზარით, თუნდაც მწვანე პასპორტის აღების დაუოკებელი სურვილით ადამიანს შეუძლია სიმპტომები მოიგონოს და ავტომატურად მოხვდება ინფიცირებულთა სიაში?

– ამით მწვანე პასპორტის და საზოგადოების დაცვის მინიმალური სტანდარტიც კი დარღვეულია!

– გაუქმდეს მწვანე პასპორტი! ამ ეტაპზე ესაა ერთადერთი გონივრული ნაბიჯი“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

banner
წინა სტატიაშიმაია მეტონიძე: ბავშვი ჯანმრთელად არის, უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც დღეს დასრულდება
შემდეგი სტატიაDRI: პოლიციელების მხრიდან მოზარდზე ძალადობას ეხმიანება