გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები – ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს

ოპოზიციის ულტიმატუმი – გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები. ამ მოთხოვნით იწყებს შეხვედრებს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი. იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მხოლოდ პროპორციულ სისტემას არ დატოვებს, ოპოზიცია შეხვედრების ამ ფორმატს ბოიკოტს გამოუცხადებს.

„20 პოლიტიკური პარტიის და მოძრაობის სახელით შეგვაქვს საინიციატივო ჯგუფის წინადადება პარლამენტში, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის სრულად გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. სხვა ცვლილებები,რომელიც შეიძლება კობახიძის ჯგუფმა განახორციელოს, თუ იქნება კოსმეტიკური ხასიათის, თუ არ შეცვლის იმ ფუნდამენტურ თამაშის წესებს, რაც ახლა არსებობს, რაც ვერ უზრუნველყოფს სამართლიან არჩევნებს ჩვენს ქვეყანაში ბუნებრივია არ იქნება კონსესუსი და შესაძლოა ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტონ, რომ არ სურთ ამ ფარსში მონაწილეობა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. თუმცა, ვიხილავთ რამდენად აქვს ხელისუფლებას მზაობა, რომ განახორციელოს საარჩევნო სისტემის რეალური რეფორმა,“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” მთავარი საბჭოს წევრის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მას იმედი აქვს,რომ მმართველი გუნდი ამ ნაბიჯს გადადგამს და საარჩევნო სისტემას შეცვლის.

დღევანდელ განხილვაზე მიწვეულები არ არიან უმრავლესობიდან პროტესტის ნიშნად წასული დეპუტატები, რის გამოც ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს რეგლამენტის დარღვევაში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაში2019 წლის 5 თვეში არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 მშობელი იქნა მხილებული
შემდეგი სტატიანათია თურნავა : ჩვენი და აშშ-ის მთავრობების ხედვა ანაკლიის პროექტის შესახებ ერთმანეთის იდენტურია