გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ბრალს არ აღიარებს

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ზაზა ალავერდაშვილი ბრალს არ აღიარებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს პოლიციელის ადვოკატმა, ბონდო ვათიაშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულის განცხადების საფუძველზე დააკავეს.

ვათიაშვილის თქმით, დაკავებული ალავერდაშვილი დაზარალებულს იცნობდა, თუმცა, მასთან რა სახის ურთიერთობა ჰქონდა, არ აკონკრეტებს.

“გუშინ წარუდგინეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ეტაპზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს, რაც იმას ნიშნავს, თავს დამნაშავედ არ ცნობს. გაუთქმელობის შესახებ ხელწერილი ჩამომერთვა, რადგან საქმე პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს ეხება, რისი გახმაურების უფლებაც არ მაქვს. პირად საუბარში ბრალდებულმა რა მითხრა, ვერ მოგახსენებთ”, – აცხადებს ვათიაშვილი.

ზაზა ალავერდაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაშიგურამ ამირხანაშვილი ტოიოტაში მჯდომი არასრულწლოვნის ამოსაცნობად შსს-ში იმყოფება
შემდეგი სტატიანათია თურნავა : აგვისტოში რეგულარული ფრენების დროებით შეჩერების რეჟიმს გავაგრძელებთ, მაგრამ უსაფრთხო დერეფნების მიხედვით კონკრეტულ ფრენებს დავუშვებთ