“გაუფასურებული ლარით გაბერილი პარამეტრებით თავის მოწონებას თავი დაანებონ”

ნიშნავს თუ არა წარმატებას თქვენი მმართველობის პირველსავე წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 700 მილიონით გარღვევას?!

ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებს. ზურა მელიქიშვილმა დღეს საქსტატის მონაცემები წარადგინა, სადაც დოლარში დაანგარიშებული შიდა პროდუქტია ასახული.

ოპოზიციის წევრი განმარტავს, რომ 2015 წელს საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში 3 კვარტლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ინვესტიციების შემოდინება 17%-ით არის შემცირებული.

მელიქიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა მოსახლეობის გაღარიბების დაფარვას გაუფასურებული ლარით ცდილობს.

„გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას, უშუალოდ ფინანსთა მინისტრს, რომ გაუფასურებული ლარით გაზრდილი და გაბერილი პარამეტრებით თავის მოწონებას თავი დაანებონ და რეალობას დაუბრუნდნენ,“- განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოზარდმა ეინშტეინს და ჰოკინსს გაუსწრო გენიოსობაში
შემდეგი სტატია“ზოგიერთ ქვეყანასთან იმედისმომცემი სიტუაციაა, ზოგთან კი პრობლემები გვაქვს”