7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

გაუგზავნა თუ არა წერილი ღარიბაშვილმა ციხიდან ივანიშვილს- რას ამბობს ადვოკატი

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი ტვ პირველთან საუბრისას უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ღარიბაშვილმა ციხიდან ბიძინა ივანიშვილს წერილი გაუგზავნა.

უფლებადამცველის თქმით, ექს-პრემიერი საზოგადოებისთვის წერილების მიწოდებას კვლავ გააგრძელებს, რომლებსაც ხელისუფლების განცხადებებზე „სარკისებური ეფექტი“ ექნება:

„სრული კატეგორიით ვაცხადებ, ასეთი წერილების შეტანით ჩვენ არ ვართ დაკავებულები, მართლა ოღონდ, გულწრფელად გეუბნებით, არანაირი წერილი არ შეგვიტანია. არც ღარიბაშვილს გაუგზავნია წერილი ბიძინა ივანიშვილისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი არავის არაფერს არ უთვლის — ის, რაც მიაჩნია, რომ საზოგადოებას ნაწილ-ნაწილ მიაწოდოს, თავის წერილებში ასახავს. ეს წერილები გაგრძელდება. მან თქვა: „ჩემი წერილები და ჩემი განცხადებები იქნება სარკისებური ეფექტის“. ეს ძალიან მარტივად გასაგებია — რასაც იტყვიან და რასაც განაცხადებენ მასზე, ის უპასუხოდ არ დატოვებს“, — განაცხადა ლილი გელაშვილმა.

ადვოკატი ასევე გამოეხმაურა მმართველი გუნდის შეფასებებს, რომელთა თანახმადაც ღარიბაშვილი „პოლიტიკურად განულებული პოლიტიკოსია“ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი პოზიცია გაურკვევლობას იწვევს.

„ხომ არ აქვს რეიტინგი?! როგორც თავად ამბობენ, შეეშვან მაშინ, რისი ეშინიათ?! პატიმარი კაცის რატომ ეშინიათ?! ეს კითხვა მაქვს მარტო. თუ ის იყო პოლიტიკურად გაკოტრებული, მაშინ რაღას სთხოვდნენ იმ წერილით, რაც შეუგზავნეს: „იძულებული ვარ და აუცილებელია ახალი ბრალი, იმიტომ, რომ რაღაც შანსები მაინც არსებობს, თუნდაც ერთი-ორი პროცენტის გადაზღვევა“, — აღნიშნა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალი წარედგინა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს