გაუგებრობები მოგვარდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტისთვის მზად არის – რუსლან სტეფანჩუკი

უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დელეგაციასთან ერთად უკრაინაში ვიზიტის მზაობა დაადასტურა.
„მოხარული ვარ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მცირე გაუგებრობები ამოწურულია. ეს ვიზიტი შესაძლებლობას მისცემს საქართველოს პარლამენტის წევრებს, დამოუკიდებლად ნახონ, რა ხდება უკრაინაში და დაადასტურონ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა. გულწრფელად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით შეხების ყველა წერტილს, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ნათელი საერთო მომავლის მშენებლობა. ჩვენ გაცილებით მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე ის, რაც გვაშორებს“, – წერს სტეფანჩუკი.

banner
წინა სტატიაშიბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები კიევში ჩავიდნენ
შემდეგი სტატიადეპარტამენტის ანგარიშში მთავარი გზავნილი არის, რომ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, საქართველოს მთავარ პრობლემად მაინც გაუმართავი მართლმსაჯულების სისტემა რჩება – ჰერმან საბო