გაუგებარია, რატომ აქტიურდება ეს თემა არჩევნების წინა პერიოდში – უჩა ნანუაშვილი სააკაშვილის ექსტრადირებაზე

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების მოთხოვნასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა გააკეთა. მისთვის გაუგებარია, რატომ დაემთხვა ამ თემის გააქტიურება წინასაარჩევნო პერიოდს.

საქართველოს პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს. ოფიციალური დოკუმენტი, უკრაინის პროკურატურამ საქართველოდან დღეს მიიღო.

„გაუგებარია, რატომ აქტიურდება ეს თემა არჩევნების წინა პერიოდში, მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი ჯერჯერობით. კითხვის ნიშნები, რა თქმა უნდა, მაქვს. რამდენჯერმე იყო ეს მოთხოვნა გაგზავნილი, შესაბამისად, დაველოდოთ შედეგებს, მაგრამ მე კითხვის ნიშანს ვსვამ დროსთან დაკავშირებით,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციამ ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს ერთობლივი წერილი გაუგზავნა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გეგმები არ შეცვლილა და ის უკრაინაში ჩავა