“გაუგებარია ოპოზიციური პარტიების მიერ სპექტაკლების დადგმა, კოალიციაში არ შევალთო, საერთოდ ვინ ეპატიჟებათ”

მარტო სახლში მახსენდება, თავისთვის აწერენ რაღაცას ხელს და აფორმებენ. აფორმონ, კი ბატონო. უბრალოდ რაღაც ილუზიას ქმნიან. სინამდვილეში, არანაირ კოალიციაზე საუბარი არ არის, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ მემორანდუმის გაფორმებას.

მდინარაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი მოცემულობისა და რეალური რეიტინგების გათვალისწინებით, რაიმე სახის კოალიციის საჭიროება არ დადეგბა.

„წარმოუდგენელია, რომ დღევანდელი მოცმულობისა და რეალური რეიტინგების გათვალისწინებით რაიმე სახის კოალიციის საჭიროება დადგეს. ეს თვითონაც კარგად იციან. გამორიცხულია, არა უბრალოდ ჩვეულებრივი უმრავლესობის ჩამოყალიბება, არამედ 15-20-25 დეპუტატით მეტი არ ჰყავდეს მმართველ გუნდს, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს. ამ დროს დანარჩენი პარტიების მეირ რაღაც სპექტაკლების დადგმა, კოალიციაში არ შევალთო, გაუგებარია. საერთოდ ვინ ეპატიჯებათ. რაში სჭირდება ვინმეს მათი კოლიციაში შემოსოვლა. ხალხის განწყობაა ასეთი, რომ „ქარულმა ოცნებამ“ უნდა გაიმარჯვოს და ღმერთმა დაგვიფაროს მათი კოალიციაში შესვლა დასჭირდეს ვინმეს, რადგან კატასტროფა იქნება, იმდენად დესტრუქციულები არიან“, – განაცახადა მამუკა მდინარაძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმით ოპოზიციის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან“ და მასთან კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს
შემდეგი სტატიაეპისკოპოსი მელქისედეკი: ხმის არცერთი პარტიისთვის მიცემა საამაყო ნამდვილად არაა