გაუგებარია — ხულორდავა პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებაზე

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება გაუგებარია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხულორდავამ პარლამენტში განუცხადა.

“ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არის გაუგებარი. მეტ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ”, — თქვა ხულორდავამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა კაცი, რომელმაც ბათუმში პოლიციელი თარაშ მუკბანიანი მოკლა.

banner
წინა სტატიაშივინ რას წაიყვანს რუსთავი 2-ის ძველი სახეებიდან გვარამიას მთავარ არხზე
შემდეგი სტატიაადვოკატი ავთანდილ წერეთლისთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით ასაჩივრებს