“გაწვევის გაუქმებაზე თინა ხიდაშელმა განცხადება გააკეთა პირდაპირ ეთერში და მისი მხრიდან ეს ეთიკა არაერთხელ დაირღვა”

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის გაუქმების გადაწყვეტილება ნაადრევად მიიღო.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე, გაწვევის გაუქმებაზეკითხვის პასუხად განაცხადა, გაწვევის გაუქმება იყო გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი, მაგრამ მოუმზადებელი დროსა და სივრცეში.

“თინა ხადაშელმა განცხადება გააკეთა პირდაპირ ეთერში. თინა ხიდაშელის მხრიდან არაერთხელ იყო დაირღვევა ამ ეთიკის, მე შეიძლება ამაზე გული მეტკინოს, მაგრამ გულის ტკენა არ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკაში. გადაწყვეტილება იყო გრძელვადიან სტრატეგიასთან შესაბამისობაში, მაგრამ მოუმზადებელი იმ დროსა და სივრცეში, რომელშიც გაკეთდა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკი კვირკაშვილს: თქვენზე საერთაშორისო პარტნიორები ამბობენ, რომ სასიამოვნო მოსაუბრე ხართ, მაგრამ ვერაფერს წყვეტთ
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი კანდელაკს: ყველანაირი შეურაცხყოფების აყოლის გარეშე, უბრალოდ გავატარებ თქვენს კომენტარს