გათავისუფლდება თუ არა დღგ-სგან ელექტროძრავიანი ავტობუსების იმპორტი და მიწოდება ?!

საქართველოში ელექტროძრავიანიავტობუსებისა და მიკროავტობუსების იმპორტი და მიწოდება შესაძლოა, დღგ-სგან გათავისუფლდეს.

შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე და არჩილ თალაკვაძე არიან.

დღეს მოქმედი კანონით, ელექტროძრავიანიავტობუსის (მათ შორის, ელექტროძრავიანიმიკროავტობუსის) მიწოდება და იმპორტი სხვა გადასახადებისგან (იმპორტისა და აქციზის გადასახადი) გათავისუფლებულია და მხოლოდ დღგ-თი იბეგრება, ცვლილებებით კი, დღგ-სგან მისი სრულად გათავისუფლება იგეგმება.

ცვლილებების ავტორები განმარტავენ, რომ კანონპროექტის მომზადების მიზეზი ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალებების იმპორტისა და მათი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრთა ნაწილი არხის იმ თანამშრომლებს ხვდება, რომელთაც ანაზღაურების ახალი წესის შესახებ შეტყობინება მიიღეს
შემდეგი სტატიამარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის ადვოკატი სასამართლოს საქმის ობიექტურად შეფასებას თხოვს