გატაცებული ალექსანდრე შავერდაშვილის ოჯახს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით ონიაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ქვეშში 1975 წელს დაბადებულ, სოფელ ქვეშის მკვიდრ ალექსანდრე შავერდაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობელბს შეხვდა. დავით ონიაშვილმა შავედრაშვილის ოჯახის წევრებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მთავრობის მხრიდან ყველაფერი კეთდება დაკავებულის გასათავისუფლებლად.

”ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან, შესაბამისად, როგორც ადგილობრივი მუნიციალიტეტის ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გატაცებული დროულად დაუბრუნდეს საკუთრ ოჯახსა და ახლობლებს”, – განაცხადა დავით ონიაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ალექსანდრე შავერდაშვილი, დღეს დილიდან, რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ბაღიდან გაეტაცეს და ამ დრომდე ცხინვალის იზოლატროში რჩება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა
შემდეგი სტატია(VIDEO) ძლიერი სეტყვა და წვიმა – ბორჯომში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა